საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ონლაინ მრგვალი მაგიდა „აღმოსავლეთ პარტნიორობა: განახლებული დღის წესრიგი მომავალი თანამშრომლობისთვის“

საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და სოფიას უსაფრთხოების ფორუმის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ მრგვალი მაგიდა „აღმოსავლეთ პარტნიორობა: განახლებული დღის წესრიგი მომავალი თანამშრომლობისთვის“.
მომხსენებლებმა - სალომე შაფაქიძემ -  საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა; დანიელა კუჟბამ - 🇲🇩 საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ინტეგრაციის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა; რომან ანდარაკმა, 🇺🇦 საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირისა და ნატოს საკითხებში დირექტორის მოადგილემ; და 🇧🇬 საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალურმა კოორდინატორმა პლამენ გეორგიევმა, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში შემდგომი აქტიური ინტეგრაციის საკითხს.🇪🇺🇬🇪🇲🇩🇺🇦
გვსურს მადლობა გადავუხადოთ სოფიის უსაფრთხოების ფორუმის პრეზიდენტს იორდან ბოჟილოვს მრგვალი მაგიდის ორგანიზებისთვის და სოფიაში მოლდოვასა და უკრაინის საელჩოებს ამ მიმართულებით პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.