საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ინტერვიუ ჟურნალში "Economy"

ელჩის თამარ ლილუაშვილის კიდევ ერთი საინტერესო ინტერვიუ ბულგარეთის ერთ-ერთ წამყვან ჟურნალში - Economy დაიბეჭდა.

ინტერვიუში ელჩი საუბრობს საქართველოსა და ბულგარეთს შორის მჭიდრო პარტნიორობის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებისა და საქმიანი კონტაქტების გაძლიერების შესაძლებლობებზე.

ინტერვიუში ელჩმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბულგარეთს შესანიშნავი მდებარეობა აქვს  ევროპის, ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის ძირითად ბაზრებზე მარტივი წვდომისთვის და მათ უმეტესობასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები (FTA) და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის წარმატებულ თანამშრომლობასა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბულგარეთი საქართველოს ტოპ 10 სავაჭრო პარტნიორი იყო. სავაჭრო ბრუნვამ, საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტმა 423,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ინტერვიუს შემდეგ ნაწილში, ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბულგარული ინვესტიცია საქართველოში მინიმალურ დონეზეა, ისევე როგორც ბულგარეთში ქართული ინვესტიცია.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ გააერთიანონ წარმოება, აზიის დიდი ქვეყნების მოთხოვნის მოცულობის დასაკმაყოფილებლად.

ინტერვიუში ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ  საქართველო და ბულგარეთი ცირკულარული მიგრაციის შეთანხმებაზე მუშაობენ, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას საშუალებას მისცემს 2022 წლიდან ლეგალურად დაასაქმონ მოქალაქეები.