საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ახლადდანიშნულ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან

ელჩმა თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ახლადდანიშნულ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან ნიკოლაი საბევთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.
საუბრისას მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობები. კონკრეტული ქმედებები განისაზღვრა ლოჯისტიკისადმი მიძღვნილ ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც ბულგარულ მხარესთან ერთად იგეგმება ვარნაში, ივნისის თვეში.