საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჟურნალში “VOYAGE” გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „საქართველო - სიყვარულის მიწა“

ჟურნალში “VOYAGE” გამოქვეყნდა ცნობილი ბულგარელი პროდიუსერის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტის ვლადინა ცეკოვას სტატია სახელწოდებით „საქართველო - სიყვარულის მიწა“.
ვლადინა ცეკოვა გასულ წელს იმყოფებოდა  საქართველოში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საელჩოს მიერ ორგანიზებული პრეს ტურის ფარგლებში. 
სტატიაში იგი საუბრობს ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, ქვეყნის უნიკალურ ისტორიაზე, ტრადიციებზე, განსხვავებულ ფოლკლორსა და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე.
გარდა ამისა, სტატიაში იგი დეტალურად აღწერს ვარძიის მონასტრის მონახულების საკუთარ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს. ასევე, სოფელ უდეში 15 საუკუნის წინ აგებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ისტორიას. 
ვლადინა ცეკოვას თქმით, სწორედ ის ფაქტი, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი ტრადიციები და ადათ-წესები დღემდე შეინარჩუნა, საქართველოს უნიკალურობის საწინდარია.