ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია ბულგარეთის რესპუბლიკაში ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ

2016 წლის 16-19 ოქტომბერს, ბულგარეთის რესპუბლიკას სტუმრობდა ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ მიგრაციის სახელმწიფო კომისიაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები. ვიზიტის ორგანიზატორი იყო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), მიზანს კი წარმოადგენდა ბულგარეთის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა მიგრაციის პოლიტიკის სფეროში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ გამართა შეხვედრები ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სავიზო ცენტრსა და შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროში. ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა და შეიქმნა მნიშვნელოვანი საფუძველი ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის მიგრაციის პოლიტიკისა და ანალიზის სფეროში თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთდახმარების მიმართულებით. ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურად იყო ჩართული ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფაში და მონაწილეობდა გამართულ შეხვედრებში.

bulgaria/1_4.jpg

bulgaria/2_4.jpg

bulgaria/3_3.jpg

bulgaria/4_1.jpg

 
 



მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
10 11 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ