ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" (რუსთაველის გამზ. #29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის".ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.

ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ პროფესიული ნიშნისა და ინტერესების შესაბამის თემატურ ჯგუფებში, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში და მედია, დიასპორა და ეკონომიკა, თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა. თემატურ ჯგუფებში გაიმართება დისკუსიები, ხოლო მუშაობის პროცესში გამოკვეთილი მოსაზრებები შემდგომში ასახვას ჰპოვებს იმ ცალკეული ღონისძიებების, პროგრამებსა თუ პროექტების დაგეგმვაში რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 28 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში, მათ შორის - ლევილის სახელობის სანაპიროს გახსნა ქ. თბილისში.

დიასპორის ფორუმის მედია აკრედიტაციისთვის შეავსეთ აკრედიტაციის ფორმა - http://mfa.gov.ge/diasporis-forumi/accreditation-form.aspx

იხილეთ დიასპორის ფორუმის დღის წესრიგი

 

 
 



მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ