ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საელჩომ ქ. სოფიას ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში პოტოგამოფენა გახსნა

2017 წლის 22 მაისს, ქ. სოფიას ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ, საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა ხედი, ღირსშესანიშნაობა და კულტურულ-მატერიალური ძეგლები.

გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ბულგარეთის პარლამენტის, მთავრობისა და ქ. სოფიის მერიის წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში ზურაბ ბერიძემ, რომელმაც ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ბულგარეთის მხრიდან სიტყვით გამოვიდა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი განჩო განევი.

გამოფენამ დამსწრეთა დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. ქ. სოფიის მკვიდრთ და სტუმრებს აღნიშნული გამოფენის ნახვის და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის შესაძლებლობა ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ. დიდი ინტერესის გამო, საელჩოს მიერ აღნიშნული სურათების გამოფენა იგეგმება საკურორტო ქალაქ სოზოპოლში, ივნისის თვეში. 25 წლისთავის ეგიდით, ივნისში, ბულგარეთში, აგრეთვე გაიმართება ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები" ტურნე, ხოლო ახლო მომავალში, საელჩოს ორგანიზებით, ბულგარულ ენაზე გამოიცემა ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია".

bulgaria/1_6.jpg

bulgaria/2_6.jpg

bulgaria/3_5.jpg

 
 



მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ