ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია „სუხიშვილების" კონცერტთან დაკავშირებით

2017 წლის 5 ივნისს, ქ. სოფიას კულტურის ეროვნულ სასახლეში (НДК) გაიმართა ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები" კონცერტი. აღნიშნული კონცერტი მიეძღვნა საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს.
კონცერტს ესწრებოდნენ ბულგარეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სოფიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, რომლებიც დაპატიჟა საელჩომ. დამსწრეთა შორის, აგრეთვე, იყვნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
კონცერტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ჩაიარა სრული ანშლაგით და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ბულგარელი მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა ანსამბლის მიერ სპეციალურად ადგილობრივი აუდიტორიისათვის ბულგარულ მელოდიებზე დადგმულ ეროვნულ ცეკვას.
აღნიშნული კონცერტი გაიმართა „სუხიშვილების" ტურნეს ფარგლებში, რომლებიც 12 ივნისამდე კონცერტებს გამართავენ პლოვდივში, რუსეში, ველიკო ტერნოვოში, ვარნასა და ბურგასში.

bulgaria/Photo_1.jpg

bulgaria/Photo_2.jpg

 

 
 



მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ