ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია ქ. სოზოპოლში გამოფენის გახსნასა და ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით საელჩო აგრძელებს ღონისძიებების გამართვას. 7 ივნისს, ბულგარეთის შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე, საქართველოს საელჩომ ორი ღონისძიება გამართა: თემატური ფოტოგამოფენა „Spectecular Georgia", რომელიც წარდგენილი იყო ქ. სოფიას ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში ოცი დღის განმავლობაში და, ასევე რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები "-ს ჩვენება. 

გამოფენის გახსნას დაესწრნენ ბულგარეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქ. სოზოპოლის ადმინისტრაციის წევრები, ჟურნალისტები და ტურისტები. ღონისძიებამ, რომელიც ქალაქის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ გაიმართა, დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 
 



მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 14 15
16 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ