ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

2017 წლის 12 ივლისს, თბილისში, საქართველოს და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ბულგარეთის მხრიდან - იური შტერკი.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ აღნიშნული ფორმატის რევიტალიზაციის საკითხს. კმაყოფილებით შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და მეგობრული ურთიერთობები.

კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას დარგობრივ უწყებებს შორის. ასევე, აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო მიმართულებებით მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და ამ კუთხით, აქცენტი გაკეთდა სამომავლო პერსპექტივებზე.

განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დღის წესრიგი. აღინიშნა შავი ზღვის მნიშვნელობა ორი ქვეყნის ურთიერთობების კონტექსტში და მხარეების სურვილი ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ბულგარეთის მიერ შეტანილი კონტრიბუციისათვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ მდგომარეობას, განხილულ იქნა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

bulgaria/foto_1.jpg

bulgaria/foto_2.jpg

 

 

 
 



მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ