ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დავით დონდუამ თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ

2017 წლის 12 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული საგანგაშო პროცესები.

მინისტრის მოადგილემ უცხოელ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის ახალ ფორმაზე, რაც უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, გალის რაიონის მკვიდრ ქართველ მოსახლეობას დაურიგონ უცხოელებისა და იმიგრანტებისთვის განკუთვნილი ე.წ. „ბინადრობის მოწმობები". დავით დონდუას განცხადებით, გალის ძირძველი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად გამოცხადება საკუთარ მიწა-წყალზე და მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფა ემსახურება მთელი აფხაზეთის რეგიონის რუსიფიკაციის პროცესის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ნაწილს.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიზნით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ სამუშაოებზე. უცხოელ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ 2017 წლის პირველ ნახევარში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. გამყოფი ხნულების გავლების ფაქტებზე. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ემსახურება მიმდინარე ოკუპაციის დაკანონებას, უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ხელს უწყობს ადგილზე არსებული ისედაც რთული ვითარების დესტაბილიზაციას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე სურათი ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას.

დავით დონდუა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით და მადლობა გადაუხადა ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სათანადო რეაგირებისა და ქმედითი ზომების მიღების აუცილებლობაზე. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული და მტკიცე ძალისხმევის მნიშვნელობას, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთის პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების შეჩერება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში.

bulgaria/foto_3.jpg

 

 

 
 



მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ