ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონი ვიქტორ დოლიძის სოფიაში ვიზიტთან დაკავშირებით

2017 წლის 10-12 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი ვიქტორ დოლიძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბატონი ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერთან სამართლებრივი რეფორმების სფეროში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ქალბატონ ეკატერინა ზახარიევასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ქალბატონ ემილია კრალევასთან, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გენერალ ათანას ზარიანოვთან, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტში: საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ქალბატონ ჯემა გროზდანოვასთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინ პოპოვთან და ევროპული საკითხებისა და ევროპული ფონდების კონტროლის თავმჯდომარესთან კრისტიან ვიგენინთან.

შეხვედრის დროს ბულგარეთის ვიცე პრემიერმა სამართლებრივი რეფორმების სფეროში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალბატონ ზახარიევამ განაცხადა, რომ ბულგარეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპული განვითარების გზას და განაგრძობს მის მხარდაჭერას. მინისტრმა აღნიშნა საქართველოს დიდი ჩართულობა და მიღწეული პროგრესი ამ სფეროში. მან კვლავ დაადასტურა საქართველოს მომავალი წევრობის მხარდაჭერა ნატოში. ასევე, საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ზახარიევას თქმით, ეს პრობლემა მოიცავს მთელ რეგიონს და ბულგარეთი დაინტერესებულია, რათა რეგიონში უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის, შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში პროგრესის მიღწევა. 

ბატონმა ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისათვის, მან აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურ სტრუქურებში გაწევრიანება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მან ყურადღება გაამახვილა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე ბატონმა ვიტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ამ კუთხით. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, ენერგეტიკისა დაინფრასტრუქტურული კავშირები, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება. საუბარი შეეხო ასევე სატრანზიტო და ეკონომიკურ კავშირებს.

bulgaria/1_9.jpg

bulgaria/2_9.jpg

 
 



მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ