ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი იწყება

2017 წლის 11 ოქტომბერს ქ. თბილისში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რის შემდეგაც სამუშაო სხდომას ევროკავშირის მხრიდან უხელმძღვანელებს საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი, ხოლო ქართული მხრიდან შეხვედრას გაუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი. უსაფრთხოების საკითხზე დიალოგში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, რათა მაქსიმალურად მოხდეს ევროკავშირის იმ ინსტიტუტებთან დაახლოება, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება უსაფრთხოების თემებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობა; ჰიბრიდული საფრთხეები; კიბერ-უსაფრთხოება; კრიზისული სიტუაციების მართვა; სტრატეგიულ კომუნიკაცია; გამოცდილების გაზიარება ისეთ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორიცაა რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, და ა.შ.

სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საქართველოს ვიზიტით ეწვია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში.

 
 



მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ