ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი“ - რექს ტილერსონი

6.12.2017 ბრიუსელი: ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ.-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ნატო-ს სამშვიდო მისიებში შეტანილ წვლილს და აღნიშნა, რომ აშშ. მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ალიანსის წევრი:

„დღეს დილით პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, საქართველო ავღანეთში ჩვენი საერთო მისიის მსხვილი კონტრიბუტორია, უმსხვილესი ერთ სულ მოსახლეზე ყველა კონტრიბუტორ ქვეყანას შორის და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი. რაც შეეხება ჩვენს ბოლო სესიას, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაიმართება, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ყველა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებს უნდა ჰქონდეს საშუალება გახდეს ალიანსის წევრი და არც ერთ მესამე მხარეს არაფერი ეთქმის ამასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც უკვე ათწლეულების მანძლზე, მტკიცედ გააგრძელებს ნატოს მე-5-ე პარაგრაფის მხარდაჭერას, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ერთიანი თავდაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის, როგორც განსაზღვრულია ნატო-ს ქარტიაში და ჩვენ გავაგრძელებთ ყოველივე ამას იმ რწმენით, რომ ჩვენი მოკავშირეებიც ასევე მოიქცევიან", განაცხადა ტილერსონმა.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

bulgaria/photo.jpg

 

 
 



მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ