საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სოფიაში ქართული ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი

12 ნოემბერს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში- DiVino Taste (Forum of Bulgarian Wine 2022), გაიმართა ქართველი ღვინის ექსპერტის მაკა თარაშვილის ქართული ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი, რომელიც განკუთვნილ იყო ადგილობრივი იმპორტიურებისა და სომელიეებისთვის. 
მასტერკლასი ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
დეგუსტაციის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის დამზადების ტრადიციასა და უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების შესახებ პრეზენტაციას, აგრეთვე, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო:
1. მეღვინეობა ხარება - ციცქა 2012
2. ცოლიკოური ლაბარა 2020
3. 39 ქვევრი -გორული მწვანე 2020
4. მეღვინეობა რტონი - ქისი 2021
5. ანდრიას ღვინო- ხიხვი 2021
6. მეღვინეობა ხარება - ალადასტური 2020
7. თბილვინო- საფერავი 2020
8. კასრელი საფერავი - 2020
გვსურს მადლობა გადავუხადოთ მაკა თარაშვილს არაჩვეულებრივი მასტერკლასისთვის, DiVino-ს დამფუძნებელს - ემილ კორალოვს ღონისძიების ორგანიზებისთვისა და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერისთვის.