საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ბულგარეთის ახლადდანიშნულ ელჩთან ვესსელინ ვალკანოვთან

ელჩმა თამარ ლილუაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის ახლადდანიშნულ ელჩთან ვესსელინ ვალკანოვთან.
შეხვედრის ფარგლებში, ელჩებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის, საერთო ინტერესის ყველა სფეროში არსებული თანამშრომლობის დინამიკა, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში არსებულ ინტერაქციას, ორი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით. 
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და თუ რა გავლენას მოახდენს დამკვიდრებულ მსოფლიო წესრიგზე უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სამხედრო აგრესია.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა ბულგარელ კოლეგას საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.