საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სკოპიეში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ოფიციალური ცერემონია

12 მაისს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართა საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ოფიციალური ცერემონია.
სკოპიეში საქართველოს საპატიო კონსული, სკოპიეს ამერიკული კოლეჯის პროფესორი და სამართლის სკოლის დეკანი - მარკო ანდონოვი, არჩეულ იქნა, ჩრდილოეთ მაკედონიის საპატიო კონსულთა ასოციაციის გენერალურ მდივნად. 
გახსნის ცერემონიაზე, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და საპატიო კონსულს მადლობა გადაუხადა საელჩოსთან აქტიური ინტერაქციისთვის. ასევე, კმაყოფილებით აღნიშნა, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დინამიური თანამშრომლობის არსებობა. 
ცერემონიას ესწრებოდა ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული ქართული დიასპორა, საქართველოს საპატიო კონსული შტიპში- დარკო გაცოვი, აკადემიური და საქმიანი წრეების წარმომადგენლები. 
გვსურს, ვუსურვოთ პროფესორ ანდონოვს წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.