საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ფატმირე ისაკისთან,

სკოპიეში ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ფატმირე ისაკისთან, სამუშაო ლანჩის ფორმატში. 
შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები, ისევე როგორც, მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მომავალ ევროპულ პერსპექტივაზე.
გარდა ამისა, ელჩმა და მინისტრის მოადგილემ მიმოიხილეს რეგიონალური თემატიკა და უსაფრთხოების საკითხები