საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, ახლადარჩეული ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან იავორ ბოჟანკოვთან და ჯგუფის წევრებთან

ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, ახლადარჩეული ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან იავორ ბოჟანკოვთან და ჯგუფის წევრებთან. 
შეხვედრის დროს, ელჩმა ჯგუფის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების თაობაზე, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებსა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე.
გარდა ამისა, ელჩმა მიმოიხილა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობების მთავარი მიღწევები.
იავორ ბოჟანკოვმა და ჯგუფის წევრებმა საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგის მხარდაჭერა.