27 მაისს, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ბავშვთა შემოქმედებით ცენტრში (ICCC) 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებმა აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა მისალოცი გზავნილებით მოხატეს ტილო, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს საქართველოს საელჩოში.
ღონისძიების შემდეგ კი ელჩმა თამარ ლილუაშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა.