ბულგარულმა გამომცემლობამ BWoman, რუბრიკა- “Diplomacy in Female Gender“ საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის ინტერვიუთი დაიწყო.
ინტერვიუში საუბარია საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეზე, საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე, მათ მეგობრობასა და უერთიერთმხარდაჭერაზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, ელჩი განიხილავს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში, საქართველოსა და ბულგარეთის სტრატეგიული მდებარეობისა და შავი ზღვის აუთვისებელი პოტენციალის გათვალისწინებით.
ამავდროულად, ელჩი ხაზს უსვამს დიპლომატიაში ქალის როლის მნიშვნელობას, საუბრობს პირად გამოცდილებებსა და წარმატებული კარიერისკენ მიმავალ გზაზე.