საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ირენა დიმიტროვასთან

27 ივნისს, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა, შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ირენა დიმიტროვასთან. 
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი თემები, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები. 
ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ნატო-ს მადრიდის სამიტის მნიშვნელობას, რათა არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებული ცვალებადი უსაფრთხოების გარემო სათანადოდ იქნას განხილული სამიტის დროს და ასახული საბოლოო დოკუმენტებში.