საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წამყვანმა ბულგარულმა გამომცემლობამ “Diplomatic Spectrum” გამოაქვეყნა საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის მილოცვა ბაჩკოვოს მონასტრიდან, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის კულტურული ერთიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენს.
ელჩი აგრეთვე საუბრობს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე, მათ მეგობრობასა და უერთიერთმხარდაჭერაზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს
დიდ სურვილსა და მისწრაფებას გახდეს ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.