საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბათუმის მერიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ქ. ბურგასს ეწვია

ქ. ბათუმის მერიის დელეგაცია ვიცე-მერის ლევან დავითაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბათუმთან დაძმობილებულ ქალაქ ბურგასში, სადაც შეხვედრა შედგა ბურგასის მერთან დიმიტარ ნიკოლოვთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი.
აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს მიმდინარე წლის ივნისში ბურგასში ქ. ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების ერთ-ერთ ეტაპს. 
შეხვედრაზე განხილულ იქნა, ბათუმსა და ბურგასს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე ორი ქალაქის განვითარების კუთხით არსებული წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა.