3 ოქტომბერს, ბულგარეთში ვიზიტის დროს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიის დოქტორი/პროფესორი ზაზა აბაშიძე ელჩთან თამარ ლილუაშვილთან ერთად სოფიაში წმინდა კირილესა და მეთოდის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია.
შეხვედრაზე დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ხელი მოაწერა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და წმინდა კირილესა და მეთოდის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. აგრეთვე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საელჩოს ორგანიზებით ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე მოეწყობა ქართული კუთხე.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ქართული მხარე გაეცნო გრიგოლ ბაკურიანის მიერ ბაჩკოვოს (პეტრიწონი) მონასტრისთვის შედგენილ წესდებას (ტიპიკონი), რომელიც შედგება 36 მუხლისგან, სადაც მითითებულია თუ როგორ უნდა იცხოვრო მონასტერში.