საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სოფიას ეწვია

6 ოქტომბერს, ელჩი თამარ ლილუაშვილი საპატიო სტუმრად მიწვეულ იქნა ახალ ბულგარულ უნივერისტეტში (New Bulgarian University), სადაც ვიზიტით მყოფმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ლექცია ჩაატარა თემაზე: „საუნივერსიტეტო დიპლომატია“. 
ლექციას აგრეთვე ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, ბულგარელი პროფესორები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.
ღონისძიების შემდეგ მხარეებმა განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო ურთიერთობები და გეგმები.