საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფილმის “მეოთხე ბრაიტონი” პრემიერა

28 ოქტომბერს, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და Art Fest-ის ორგანიზებით, სოფიას კინოს სახლში შედგა ცნობილი ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმის “მეოთხე ბრაიტონი” პრემიერა. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ, ქართული დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტები და ბულგარელი სტუმრები.
პრემიერამდე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
პრემიერა ელჩის თამარ ლილუაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, სადაც მან რეჟისორსა და მის გუნდის ფილმის წარმატება მიულოცა.