საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული კუთხის გახსნის ცერემონია

10 ნოემბერს, სოფიაში წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართული კუთხის გახსნის ცერემონია.
ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა ქართული წიგნები და ივნისში საქართველოს საელჩოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში განხორციელებულ პრეს ტურში მონაწილე ცნობილი ბულგარელი ფოტოგრაფების/ჟურნალისტების მიერ გადაღებული სურათები.
გახსნისთვის სოფიას სპეციალური ვიზიტით ეწვია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიის დოქტორი/პროფესორი ზაზა აბაშიძე, რომელმაც ქართულ კუთხეს ახალი წიგნები შემატა. 
გარდა ამისა, ცერემონიას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები, ცნობილი ჟურნალისტები და ბულგარელი პოლიტიკოსები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
ღონისძიებაზე ელჩმა თამარ ლილუაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და საერთო ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა, აგრეთვე მადლობა გადაუხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს კრასიმირა ალექსანდროვას მხარდაჭერისთვის.