13 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა სოფიაში უკრაინის ელჩის ვიტალი მოსკალენკოს მიერ მისიის დასრულებასთან დაკავშირებით უმასპინძლა გამოსამშვიდობებელ შეხვედრას.
შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ბულგარეთის მთავრობისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას მრავალწლიანი მეგობრობისთვის, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
ამასთან, უკრაინის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს გამოსამშვიდობებელი საღამოს ორგანიზებისთვის, დამსწრე საზოგადოებას უკრაინის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოში მშვიდობა მალე დაისადგურებს.