ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის ფარგლებში, ელჩის ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპულ საკითხთა ვიცე-პრემიერთან ბოიან მარიჩიკთან
ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპულ საკითხთა ვიცე-პრემიერთან ბოიან მარიჩიკთან.
შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი. ხაზი გაესვა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. ვიცე-პრემიერმა, გამოთქვა საქართველოსთვის ჩრდილოეთ მაკედონიის გამოცდილების გაზიარების მზაობა.