Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

Contact Information

ურთიერთობები საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დამყარდა 2019 წლის 16 თებერვალს, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მიერ ,,დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმის ხელმოწერის შედეგად.

საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან (FYROM) დამყარებული არ ჰქონია, საბერძნეთის რესპუბლიკის მხრიდან FYROM-ის სახელწოდების თაობაზე მიმდინარე დავის გამო, რაც 2018 წელს დასრულდა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების გაფორმებით, რის შედეგადაც FYROM-ს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (Republic of North Macedonia) ეწოდა.

2019 წლის 27 სექტემბერს (გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში), ხელი მოეწერა ოქმს თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის;

2019 წლის 15 ნოემბერს, სკოპიეში, გაიმართა საგარეო უწყებებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები;

2021 წლის მაისში, გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში. ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“. ამავე ვიზიტის ფარგლებში, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებმა გააფორმეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი.

პრიორიტეტულია ორმხრივი სამართლებრივი ბაზის შემდგომი განვითარება, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება.  

Useful Links

Ministry of Foreign Affairs of the Republic of North Macedonia

President of the Republic of North Macedonia

Parliament of the Republic of North Macedonia

Government of the Republic of North Macedonia