ბულგარეთის რესპუბლიკა
დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 5 ივნისს.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებობს სოლიდური სახელშეკრულებო სამართლებრივი ბაზა, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში ურთიერთქმედება.
ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში ფუნქციონირებს საქართველო-ბულგარეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.
აქტიურია თანამშრომლობა განათლების სფეროში. ყოველწლიურად ბულგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში 60 ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას, მათ შორის ქ. ბლაგოევგრადში მდებარე ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ტრადიცია. მაგალითად, სოფიის წმინდა კლიმენტ ოხრიდსკის სახელობის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის; ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ბულგარეთში ბაჩკოვოს მონასტრის ბიზანტიური მემკვიდრეობის კვლევით ინსტიტუტს შორის.
ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ბულგარეთის რესპუბლიკაში ძმები ბაკურიანისძეების მიერ დაარსებული ბაჩკოვოს მონასტერი, სადაც დაბრძანებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ქართული ხატი.
ბმულები:
საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში
საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო
ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო