„საქართველო - ღვინის სამშობლო“ გახსნის ცერემონია.
27 ნოემბერს, სოფიას ცენტრში მდებარე ბაღში Crystal, საელჩოს სახალხო დიპლომატიის ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სოფიას მუნიციპალიტეტის ჩართულობით, გაიმართა გამოფენის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გახსნის ცერემონია.
გამოფენა, რომელიც 1 კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, ასახავს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ღვინის დამზადების უნიკალურ, ქართულ მეთოდებსა და ტრადიციებს. გამოფენის პარალელურად, მოწვეული სტუმრებისა და სოფიას მოსახლეობისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფიას ცენტრის მერი ტრაიჩო ტრაიკოვი, სოფიას მერიის და ბულგარეთში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, ჟურნალისტები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.