14 დეკემბერს, სოფიას „წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის“ სახელობის უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტისა და რეგიონალური კვლევებისა და ანალიზის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის ლექცია, სახელწოდებით - საქართველო და ევროკავშირსა და ნატო-ში მისი ინტეგრაციის გზა.
ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კვლევების ფაკულტეტების როგორც ბაკალავრიატის, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო მიმამრთულების სტუდენტები.
ელჩა დეტალურად ისაუბრა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს განვლილ გზაზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ამჟამად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
ელჩის პრეზენტაციის შემდეგ, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.