20 სექტემბერს, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში- „ძალადობრივი ექსტრემიზმი, როგორც საფრთხე დემოკრატიული საზოგადოებისთვის: მედიისა და ონლაინ სოციალური ქსელების როლი, როგორც ამ იდეოლოგიების გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორი“, რომელიც ორგანიზებული იყო კონრად ადენაუერის ფონდის პროგრამის "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მედია" და სოფიის უსაფრთხოების ფორუმის მიერ.
კონფერენცია მიზნად ისახავდა მემარჯვენე ექსტრემიზმის შესწავლას სამხრეთ ევროპის ექვს ქვეყანაში -

ბულგარეთში,

ალბანეთში,

ხორვატიაში,

ჩრდილოეთ მაკედონიაში,

რუმინეთსა და

სერბეთში.