საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა თამარ ლილუაშვილმა საელჩოში საპატიო სტუმრებს უმასპინძლა

4 მაისს, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა საელჩოში საპატიო სტუმრებს უმასპინძლა, რომლებიც ბელოგრადჩიკის ეპისკოპოსის პოლიკარპეს მიერ, საქართველოს საელჩოს ახალი შენობის კურთხევას დაესწრნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ: ბულგარეთის მეფე სიმეონ II და დედოფალი მარგარიტა; ატლანტიკური კლუბის პრეზიდენტი სოლომონ პასი და PanEuropa Bulgaria-ს პრეზიდენტი გერგანა პასი; საქართველოს საპატიო კონსულები იული ნუშევი და დინკო დინევი და მეწარმე იორდან დინევი.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველას, საქართველოს მუდმივი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.