11 მაისს, ელჩმა თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორთან - ნადეჟდა ბუხოვასთან და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა საელჩოს პირველი მდივანი ვაჟა გვარამია.
შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ბურგასში დაგეგმილი ქართულ-ბულგარული ბიზნეს ფორუმის საორგანიზაციო საკითხები და ღონისძიების დეტალები.