საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ღონისძიება “Paint as Pirosmani and Wine”

საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნად, ფრანკოფონიური ფესტივალის “Soleil” ფარგლებში, ელჩის თამარ ლილუაშვილის ინიციატივითა და ბულგარეთში საქართველოს საპატიო კონსულის იული ნუშევის ხელშეწყობით, გაიმართა ღონისძიება  “Paint as Pirosmani and Wine”.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ გამოჩენილ ქართველ მხატვარს, ნიკო ფიროსმანს, დაეხატათ მისი ერთ-ერთი ცნობილი ნახატი “ირემი” და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.