პროექტის “Art for Diplomacy”ფარგლებში და საქართველოს საელჩოს ჩართულობით, სოფიას ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერება გაფორმდა საქართველოს ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობის - ჯვრის მონასტრის ამსახველი ფოტოთი.
პროექტი აერთიანებს 11 ქვეყანას, რომლის მიზანია კულტურათაშორისი სიახლოვის პოპულარიზაცია და ამავე დროს, მათი განსხვავებების წარმოჩენა.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ფოტოგრაფ გიორგი შერმაზანაშვილს ფოტოს მოწოდებისთვის და პროექტის დირექტორს პეტია ილიევას თანამშრომლობისთვის.