საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა

საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 14 წელი გავიდა, რომელსაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესია პირველი იყო, თუმცა, არა უკანაკსნელი.
ომის წლისთავთან დაკავშირებით, სოფიაში საქართველოს საელჩოს ეზოში გაიხსნა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეების ამსახველი ფოტო სურათების გამოფენა, რომლის მიზანია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის ფაქტების თაობაზე ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და მთელს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.