დღეს, პროექტის “Art for Diplomacy” ფარგლებში, სოფიას ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერება საქართველოს გამორჩეული ღირსშესანიშნაობის - ჯვრის მონასტრის ამსახველი ფოტოთი გამოფრმდა, რომელიც გადაღებულია ქართველი ფოტოგრაფის გიორგი შერმაზანაშვილის მიერ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სოფიას ცენტრის მერი ტრაიჩო ტრაიკოვი, ობორიშტეს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ჰრისტოვ ვალჩინოვი და პროექტის დირექტორი პეტია ილიევა.
პროექტი, რომელიც აერთიანებს 11 ქვეყანას, მიზნად ისახავს კულტურათაშორისი სიახლოვის პოპულარიზაციასა და ამავდროულად მათი განსხვავებების წარმოჩენას.