საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი თამარ ლილუაშვილი ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

8 ნოემბერს, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან თეოდორა გენჩოვსკასთან. 
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ამ კუთხით, ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. 
გარდა ამისა, ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ამ მიმართულებით ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობას. 
შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იყო, სოფიაში დაგეგმილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) და მასში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის მონაწილეობა. 
ელჩმა და მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვეს SEDM-ის პროცესის მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და წევრი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით.