Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის ოთარ ბერძენიშვილის ვიზიტი სოფიას ტექნოლოგიების პარკში

4 ივლისს, ელჩი ოთარ ბერძენიშვილი ეწვია სოფიას ტექნოლოგიების პარკს, სადაც შეხვედრა გამართა პარკის ხელმძღვანელობასთან.
შეხვედრის ფარგლებში, ელჩს საშუალება მიეცა გაცნობოდა ბულგარეთის პირველი ტექნოლოგიური პარკის საქმიანობას, მისიასა და როლს, რომელიც ის თამაშობს დამწყებ, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებაში და პროექტები, რომლებზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა.
საუბარი შეეხო, საქართველოს შესაბამის უწყებებსა და ტექნოლოგიურ პარკებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს, განსაკუთრებით ეკოსისტემების შექმნისა და განვითარების საქმეში, ისევე როგორც დამწყები კომპანიების განვითარების მიმართულებით.