ქართული საღამო ვარნაში
ბულგარეთში საქართველოს საელჩოს სახალხო დიპლომატიის ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ქართული სათვისტომოს მხარდაჭერით, ქ. ვარნას ზღვის პარკში, გაიმართა ქართული საღამო.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლის კონცერტი, დაეთვალიერებინათ გამოფენა "საქართველოს ეროვნული პარკები" და დაეგემივმებინათ ქართული კერძები და ღვინო.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა და ქ. ვარნას მერმა ივან პორტნიხმა. მერმა ელჩს და საელჩოს მადლობა გადაუხადა, ქ. ვარნას კულტურული ცხოვრების აღნიშნული ღონისძიებით გამდიდრებისთვის.