ქართული პოეზიის საღამო
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ წარმოებული სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, სოფიის კულტურულ ცენტრთან არსებული, ეროვნული წიგნის სახლის დირექციასთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, გაიმართა ქართული პოეზიის საღამო, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ბულგარულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის ეპიკურ პოემას „ვეფხისტყაოსანი“.
ხსენებულ ღონისძიებაზე სტუმრები ასევე, გაეცნენ საქართველოს უძველეს ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს, მათ შორის ქართული ღვინის წარმომავლობისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ საელჩოს მიერ წარდგენილი იქნა პრეზენტაცია .