10 ივნისს, ონისა და პოპოვოს მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
10 ივნისს, ქ. პოპოვოში ონისა და პოპოვოს მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს რეგიონალურ დონეზე, ეკონომიკის, კულტურის და განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებას და სხვა საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას.
ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი.