Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა ბულგარეთის იუსტიციის მინისტრთან

18 ივლისს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის იუსტიციის მინისტრთან ათანას სლავოვთან.
შეხვედრისას საუბარი შეეხო, ორ ქვეყანას შორის იუსტიციის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ბულგარეთის იუსტიციის მინისტრმა გამოთქვა ინტერესი, იუსტიციის სახლის კონცეფციის გაცნობასთან და ამ მიმართულებით, საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, მინისტრმა ელჩს დეტალურად გააცნო, ბულგარეთის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა და რეფორმები. ასევე, თავის მხრივ გამოთქვა მზაობა, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილებების პროცესში, ქართველ კოლეგებს გაუზიაროს გამოცდილება.