Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ელჩის ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა ბულგარეთის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრთან

ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრთან ბოგდან ბოგდანოვთან.
შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის გამართვის საჭიროება, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა და დღის წესრიგში არსებული სხვა საკითხები, როგორებიცაა: დაკავშირებულობა, საბორნე მიმოსვლის მოცულობის ზრდა, პირდაპირი ავია ფრენების დაწყება და კერძო სექტორის დაახლოება.