Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრთან

2023 წლის 10 აგვისტოს, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრთან რუმენ რადევთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის ათვისების საჭიროებას და „შუა დერეფნის”-ის მნიშვნელობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული უსაფრთხოების და მისი დივერსიფიკაციის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის განვითარებაზე. მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო დონეზე ვიზიტების გაცვლაზე.