ელჩის ვიზიტი ქ. ჩელოპეჩში
13 ივლისს, ელჩი ოთარ ბერძენიშვილი ეწვია ქ. ჩელოპეჩს, სადაც დაესწრო საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს მტვერი“ გახსნით ცერემონიას. ფესტივალში, სხვადასხვა ქვეყნების ანსამბლებთან ერთად მონაწილეობს ქართული ცეკვის ანსამბლი „ბოლნელი“.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ქ. ჩელოპეჩის მერთან ალექსეი კესიაკოვთან, სადაც განხილულ იქნა რეგიონებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით საელჩოს ჩართულობით, რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა.